ბიზნესი
09/06/2021

ქართული საექსპორტო ღვინის ხარისხის მონიტორინგში SGS-ი და Bureau Veritas-ი ერთვება

ქართული საექსპორტო ღვინის ხარისხის მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ერთვებიან.

ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განახორციელებენ.

ინსპექტირება  უკვე დაიწყო კომპანიამ Bureau Verita“, პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება კომპანია „SGS“. 

ინიციატივა ღვინის კერძო სექტორიდან მომდინარეობდა და მისი მიზანი საექსპორტო ღვინის ხარისხის უფრო მეტი გამჭვირვალეობის უზრუნველყოფაა.

ამ დრომდე, ინსპექტირება  კომპანიის მიერ საექსპორტო სასერტიფიკატო განაცხადის წარმოდგენის პროცესში ხორციელდებოდა.

„დამოუკიდებელი, ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების „SGS“ (შვეიცარია) და „Bureau Veritas“ (საფრანგეთი) ჩართულობა მნიშვნელოვანია მონიტორინგის პროცესისთვის, რათა სწორედ იმ ღვინის ექსპორტირება განხორციელდეს, რომელმაც უკვე გაიარა სერტიფიცირება. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ჩართულობით, საექსპორტოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ღვინის პარტიის ინსპექტირება შესაძლებელი გახდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023