ბიზნესი
03/10/2023

ქართული პროდუქციის პლატფორმა "გემოვანი" ამოქმედდა

ქართული პროდუქციის პლატფორმა "გემოვანი" ამოქმედდა. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს" კომპანია "გემოვანის" თანადამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, პლატფორმა მეურნე-მეწარმეებს, მომხმარებლებს, ინვესტორებს, გულშემატკივრებსა და ემიგრანტებს აერთიანებს. ძირითადი მიზანი კი,  იმ ბიზნესების გაერთიანებაა, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაშია ჩართული.

"დასაბამიდან, ჩვენი ქვეყანა მეპურე ქვეყანა იყო, თუმცა საბჭოთა პერიოდში ჩვენი დანიშნულება შეიცვალა და მეჩაიე, მეციტრუსე და მეხილე გახდა. მართალია აღნიშნული ცუდი არ არის, თუმცა ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტრადიცია და ძირი, რაზეცაა ჩვენი ქვეყნის გენეტიკა დაფუძნებული,"-აცხდებს ჩავლეიშვილი.

როგორც "გემოვანის" თანადამფუძნებელი განმარტავს, პროექტის იდეა მათი დაარსების დღიდან არსებობდა, 8 წლის თავზე კი, მოახერხეს იდეა განეხორციელებინათ.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგი გააქტიურდება, ამ შემთხვევაში სოფლიდან ქალაქში მიგრაცია მნიშვნელოვნად შემცირდება.

ცნობისთვის, პლატფორმა "გემოვანი" ისეთ მეწარმეებს აერთიანებს, როგორიცაა პურ-პროდუქტების მწარმოებლები, ხორც-პროდუქტების მწარმოებლები, ასევე სასმელის მწარმოებლები, მათ შორის არაალკოჰოლურის, ასევე ჰიგიენური საშუალებების მწარმოებლები, როგორიცაა საპონი და ა.შ.

რაც შეეხება თავად კომპანიას, მათი ბრენდის "მზეთამზეს" პური უძველესი ტექნოლოგიით მზადდება- ქართული ხორბლის ფქვილითა და ბუნებრივი საფუარით, ქიმიური დანამატების გარეშე. "გემოვანი" ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით ინდუსტრიულად პურს აწარმოებს.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023