ბიზნესი
18/10/2021

"ქართული მწვანილი" წარმოებას 1 თვეში განაახლებს

კომპანია “ქართული მწვანილი“ წარმოებას 1 თვეში განაახლებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ჯუმბერ ბელთაძემ განუცხადა, “ქარული მწვანილი“ დაახლოებით  წელიწადნახევარია დახურულია, ერთ-ერთი მიზეზი კი პანდემია გახდა.

„ჩვენი პროდუქცია 100% საექსპროტოა, პანდემიის პირობებში კი პრობლემა შეიქმნა როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების. შესაბამისად, წარმოება გავაჩერეთ. ახლა უკრაინიდან დიდი მოთხოვნაა, ამიტომ წარმოების აღდგენას ვგეგმავთ,“ - აცხადებს ბელთაძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას არ აპირებს, რადგან ბაზარი ქართული და იმპორტირებული მწვანილით ისედაც გაჯერებულია.

„ქართული მწვანილი“ წყალტუბოს რაიონში მდებარეობს, 2017 წლიდან მწვანილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს და დაფასოებული სახით ექსპორტზე გააქვს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023