ბიზნესი
22/07/2021

ქალაქური: სამუშაო საათების შეცვლას შესაძლოა ხარვეზები ჰქონდეს, თუმცა გამოსწორებადია

თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ ზოგადად, სიახლეებს დასაქმებულები შედარებით რთულად იღებენ.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული ინიციატივა დადებით ბენეფიტს მოიტანს, მათ შორის, ბევრად უკეთესად დაარეგულირებს  საქართველოში მოძრაობის და გადაადგილების სიტუციას.

„დასაწყისში შესაძლოა ხარვეზები იყოს, თუმცა, ყველაფერი ადაპტირებადია. არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახთან ვერ ახერხებენ ურთიერთობას, ვერ ინიციატივა კი ამის შესაძებლობას გაზრდის“-აცხადებს ღოღაძე.

შეგახსენებთ, რესტორატორთა ასოციაცია“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივით გამოდის.

როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპარტნიორის“ დილის გადაცემაში განაცხადა, კარგი იქნება თუ საჯარო და კერძო სექტორი სამუშაო დღეს 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. ბურჯანაძის მოსაზრებით, ეს გაზრდის ადამიანებში ბედნიერების ინდექსს და უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.

ინიციატივას იზიარებს ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც. ის ამბობს, რომ კარგია, თუ  საჯარო სექტორი მუშაობას 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესმენის აზრით, ამას ბიზნესი  ინდივიდუალურად მოერგება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023