ბიზნესი
24/11/2020

ჯანდაცვის სექტორის წარმატებული სეგმენტი - კარდიოლოგიური კლინიკები და მათი შემოსავლები

ჯანდაცვის სექტორში კარდიოლოგია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სეგმენტად მიიჩნევა. ამ სექტორში არაერთი წარმატებული კლინიკა ოპერირებს.

„ბიზნესპარტნიორმა“ რამდენიმე კლინიკის 2019 წლის ფინანსურ ანგარიშს გადახედა:  

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს 2019 წელს შემოსავლები გაზრდილი ჰქონდა. მაღალტექნოლოგიურმა ცენტრმა 2019 წელს 21.34 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2018 წელს არსებული 20.70 მლნ შემდეგ. წლის მოგება 835 ათასი  ლარი იყო. 2018 წელს 276 ათასი ლარის ზარალი ფიქსირდებოდა.

„კარდიოლოგიური კლინიკა გულის“ წლიური შემოსავალი 8.194 მლნ ლარი იყო, ზრდა წინა წელთან შედარებით 2.6 მილიონით მეტი, ვიდრე 2018 წელს. წლის მოგება 647.13 ათასი ლარი იყო, გაუნაწილებელი წმინდა მოგება კი, 5.687 მლნ შეადგენს.

„თბილისის გულის ცენტრის“ შემოსავალი 6.48 მლნ  ლარი იყო, წმინდა მოგება 514.167 ათასი, ჯამური  გაუნაწილებელი მოგება 1.53 მილიონია.

რაც შეეხება „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრს”, კომპანიის შემოსავლები შემცირებული იყო 13.8 მლნ ლარიდან  12.479 მლნ ლარამდე.   წლის ზარალი 208 ათასი ლარი იყო, 2018 წელს არსებული 1.25 მლნ მოგების შემდეგ.  

ბოლო 1 წლის განმავლობაში, სამედიცინო სექტორი არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ. სამედიცინო ბიზნესში ჩართული პირების ხმაურიანი განცხადებები  განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ 520 დადგენილებამ გამოიწვია, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს ამოქმედდა.

დადგენილებამ, რომელიც  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს ავალდებულებს  პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ, ვნებათაღელვა კარდიოლოგიის მიმართულებაში გამოიწვია. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს წესები  ყველაზე ნეგატიურად  სწორედ კარდიოლოგიაზე აისახება. როგორი იყო 2020 წელს ამ მოთხოვნების გავლენა კარდიოლოგიურ კლინიკებზე ეს მომავალ წელს გამოჩნდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023