ბიზნესი
27/01/2021

ჯანდაცვის სექტორი კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებაზე დეტალებს მარტისთვის ელოდება

კლინიკების სელექტიური კონტრაქტირების შესახებ მეტი დეტალი მარტში გვეცოდინება, - „ევექსი ჰოსპიტალების“  გენერალური დირექტორის თქმით, სექტორმა დაპირება ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას მიიღო.

გიორგი მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ კლინიკების სელექტიური კონტრაქტირება გრძელვადიან პერიოდში სწორი ხედვაა და არ ნიშნავს იმას, რომ ბაზრის მონაწილეთა ნაწილს ბაზრის დატოვება მოუწევს.

„მთავარი ამ რეფორმაში რა არის, ეს არ კრძალავს რომელიმე დაწესებულების არსებობას. საუბარია იმაზე, სამინისტრო „საყოველთაო ჯანდაცვის“ მიზნებისთვის  რომელ კლინიკაში დააფინანსებს მკურნალობას. მას აქვს სრული უფლება აარჩიოს ის დაწესებულებები, რომლებიც ხარისხობრივად უფრო წინ არიან, აქვთ ყველაზე მეტად უსაფრთხო გარემო, რომ სახელმწიფო სახსრები ასეთ  დაწესებულებებში მიმართოს. არ არის საუბარი, რომ დანარჩენ დაწესებულებებს  ფუნქციონირება აეკრძალოთ“, - განმარტა გიორგი მინდიაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

„ევექსი ჰოსპიტალების“ გენერალურმა დირექტორმა სხვა ქვეყნების მაგალითებიც მოიხმო, მათ შორის,  თურქეთის და ისრაელის, სადაც კლინიკების ნაწილი მხოლოდ სახელმწიფო პროგრამებს, ნაწილი კი, კერძო მიმართვიანობას ემსახურებიან.

„მგონია, რომ გრძელ ვადაში ეს არის სწორი სტრატეგიული სვლა. მინისტრმა შეხვედრაზე ახსენა, რომ არის სერვისები, რომელთა მიწოდებას ბევრი კლინიკა უზრუნველყოფს, თუმცა არის სერვისები, სადაც პირიქით, კლინიკების ნაკლებობაა და სჭირდება განვითარება. ასეთ დროს საჭირო იქნება კლინიკების პროფილის შეცვლა. მაგალითად, თუ რომელიმე ჩვენი ქსელის კლინიკა, იმ სერვისებით, რა სერვისების მიწოდებასაც ახორციელებს არ იქნება საჭირო საყოველთაო ჯანდაცვის მიზნებისთვის, შესაძლოა სამინისტროს თხოვნით, დავალებით  მოგვიწიოს მისთვის პროფილის შეცვლა და იმ მომსახურების დაწყება რაც საჭიროა.  გრძელვადიანად, სტრატეგიულად ეს სწორი ნაბიჯია“, - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023