ბიზნესი
06/10/2021

ივერონი: დეველოპერებს მალე, შესაძლოა, მშენებლობის დაწყების სურვილი აღარ ჰქონდეთ

პანდემიის და ამოქმედებული რეგულაციების პარალელურად, დეველოპერული სექტორი ერთ-ერთ ნეგატიურ ფაქტორად სამშენებლო მასალებზე გაზრდილ ფასებს ასახელებს.

როგორც დეველოპერული კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ფასები სამშენებლო მასალებზე კატასტროფულად გაიზარდა და მისი ასახვა საბოლოო პროდუქტის გაყიდვისას ვერ ხდება, საბოლოო ჯამში კი დეველოპერი ზარალობს.

„არმატურის ფასები გასამმაგდა, მაგალითად, ახალი სამშენებლო ფანერა თუ ღირდა 90-100 ლარი, ახლა ღირს 170-200 ლარი. ის დრო აღარ არის, ყველა რომ აშენებდა, ახლა  6 თვეში სამუშაოების შესრულება შეიძლება სახვეწარი გახდეს იმდენად გაძვირებულია ყველაფერი და ისეთ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. თუ ასე გაგრძელდა და მშენებელს  სურვილი აღარ ექნება მშენებლობა დაიწყოს, ამას თუ ნებართვების გართულებული გაცემა და რეგულაციები დაემატება, მოიკლო მშენებლობის ტემპმა, მერწმუნეთ კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით,“ - აცხადებს ჯაყელი.

მისივე განცხადებით, მიმდინარე პროექტებში გაყიდვები თითქმის განახევრებულია. დასრულებულში - რეალიზაციის მაჩევენებელი 2019 წლის იდენტურია.

„ვერ ვზრდით ფასს, დიდ დიღომში 1 კვადრატული მეტრის ფასი 600 დოლარამდეა, 700 ან 800 დოლარამდე რომ გააძვირო, საბურთალოს ფასი გამოდის და ვერ გაყიდი, გამორიცხულია,“-აცხადებს ჯაყელი.

დგას თუ არა იმის რისკი, რომ შექმნილ სიტუაციაში დეველოპერს აღარ უღირდეს ახალი პროექტების დაწყება, ჯაყელი განმარტავს, რომ „ივერონის“ შემთხვევაში ხდება სიტუაციაში დაკვირვება. „არ ვიცი ახალი პროექტი დავიწყო თუ არა. ვუყურებ სიტუაციას, იქნებ ცოტა უკეთესობა იყოს და ნათელი წერტილები გამოჩნდეს. თუ არადა, მიმდინარე უნდა ჩავხურო და სხვა რამე მოვიფიქრო,“ - აცხადებს ჯაყელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023