ბიზნესი
29/12/2020

ივანე მაჭავარიანი: ყველაფერი გავუკეთეთ ანაკლიის პორტს, არ უშველა

გარანტირებული შესყიდვები კარგ დროშიც კი არ შეიძლება და ამ დროში დაუშვებელია, - ფინანსთა მინისტრმა იმ ფარულ ვალდებულებებზე ისაუბრა, რაც ქვეყანას ვალს უზრდის.

„ვალები ის კი არ არის რასაც ჩვენ პირდაპირ ვსესხულობთ, არამედ ის რა ვალდებულებებსაც ვიღებთ. მაგალითად, ელექტრომობილების ქარხანა, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვერდზე ვუდგავათ, მაგრამ გარანტირებული შესყიდვა უნდოდათ. შეუძლებელია, ეს კარგ დროშიც კი არ შეიძლება და ამ დროში დაუშვებელია. იგივე ანაკლია. ყველაფერი გავაკეთეთ ანაკლიისთვის, ყველაფერი რაც შეიძლებოდა. 100 მლნ კაპიტალში, გზის მიყვანა, რკინიგზის მიყვანა, მიწების გამოსყიდვა... ვერ უშველა. გარანტირებული ტვირთები (მოითხოვეს) გამორიცხულია!

გამორიცხული იყო მაშინ და დღეს კიდევ უფრო გამორიცხულია. ფარული ვალდებულებები ვალს ისე გვიზრდის, რომ არაფერი ვალი არ აგვიღია. ჩვენ ვალი გვგონია, უცხოელებმა რომ გადმოგვირიცხეს ფული, მაგრამ ვალდებულება? იმ კაცს, რომ ბიზნესმოდელში პრობლემა აქვს, არ გაეყიდება ის ხომ უნდა შევუვსოთ“, - განაცხადა პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023