ბიზნესი
14/06/2021

ივა ჭყონია: დავიქირაოთ ილონ მასკი, ის მეტ მოლოდინს შექმნის და უფრო გაამყარებს ლარს

„იმ თანხის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში იხარჯება ბიუროკრატიასა და ეროვნულ ბანკზე, რომ მივცეთ ილონ მასკს და მოლოდინებზე ვასაუბროთ, ის გაცილებით მეტ მოლოდინს შექმნის და გაამყარებს ლარს, ვიდრე ის, რაზეც ჩვენი ძვირფასი კობა გვენეტაძე საუბრობს“, - დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი არ იზიარებს სებ-ის და მთავრობის მოსაზრებას, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებაზე გავლენა მოლოდინებს ჰქონდა.

ივა ჭყონია ქართული ვალუტის არაპროგნოზირებულობაზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის, ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის ჯერ მკვეთრ გამყარებსა და შემდეგ ისევ გაუფაურებაზე და აღნიშნავს, რომ ლარის მიმართ ბიზნესის და მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია.

„რა მოლოდინებზეა საუბარი. ლოგიკურად რომ მივყვეთ მოლოდინი არის, რომ ეკონომიკა გაცოცხლდა და მეტი ტურისტი შემოვა. ასეთი მოლოდინის შემთხვევაში, ძალიან მარტივია, რომ მარაგებს შექმნიან კომპანიები. როდესაც ელოდები, რომ მეტი ტურისტი შემოვა, მეტი სტუმარი გეყოლება, შესაბამის მარაგს ქმნი, ანუ როდესაც მარაგს ქმნი, მეტი პროდუქტის იმპორტი გიწევს, მოთხოვნა არის მაღალი უცხოურ ვალუტაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში, ეს უნდა იწვევდეს ლარის გაუფასურებას. ჩვენთან მოხდა პირიქით“, - მიიჩნევს ივა ჭყონია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023