ბიზნესი
16/10/2023

ისრაელი-ჰამასის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ახლო აღმოსავლეთში ოქრო გაძვირდა

ისრაელი-ჰამასის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ოქროს მიმართ მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, მზარდია ფასებიც. ამასთან, გაზრდილია მოთხოვნა სახაზინო ობლიგაციებზე.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Galt & Taggart-ის უფროსმა ასოცირებულმა ბროკერმა რატი მესხიშვილმა  განუცხადა, თუ ომამდე 1  უნცია მეტალის ფასი  1820 დოლარი იყო, დღევანდელი მოცემულობით მისი ღირებულება 1,877 დოლარს შეადგენს.

„გარდა ამისა, გაზრდილია მოთხოვნა ობლიგაციებზეც, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების ობლიგაციების მიმართ. მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული.  ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად, ინვესტორები დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ. ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.  ასევე, დაბალრისკიან აქტივად განიხილავენ ინვესტორები ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებსაც, რადგან ამერიკის მთავრობას, ობლიგაციებზე დეფოლტი არასოდეს განუცდია“, - აღნიშნა რატი მესხიშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს ოქროს ფასებთან დაკავშირებით, Galt & Taggart-ის უფროსმა ასოცირებულმა ბროკერმა აღნიშნა, რომ ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ვადებში დასრულდება ომი ახლო აღმოსავლეთში“, - განმარტა მესიხშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით, ძვირფასი მეტალის ღირებულება დროებით მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022