ბიზნესი
11/10/2021

ისი-პარი: პირბადის ტარებამ კოსმეტიკის საშუალებებზე მოთხოვნა შეამცირა

პანდემიამ და პირბადის ტარებამ კოსმეტიკის საშუალებებზე მოთხოვნა შეამცირა.

პარფიუმერული კომპანია „ისი პარის“ დირექტორი მაია პაპალაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ მომხმარებელი უპირატესობას უფრო თავის მოვლის საშუალებებს ანიჭებს.  

„პირბადეებიდან გამომდინარე ყველას უღიზიანდება კანი, უშრება, ამიტომ უპირატესობას მოვლას ანიჭებს, ვიდრე კოსმეტიკას. შესაბამისად, ახლა კოსმეტიკური ბრენდების დამატებით შემოტანა, რთულია,“ - აცხადებს პაპალაშვილი.

მისი ინფორმაციით, ის ხალხი, რომელიც საზღვარგარეთ დადიოდა და იქ ყიდულობდა სხვადასხვა პროდუქციას, პანდემიის გამო ვეღარ გადის ქვეყნიდან და პარფიუმერული პროდუქციის შესაძენად „ისი პარის“ მაღაზიებს სტუმრობს.  

„გაყიდვები ლუქს სეგმენტში უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე დაბალ სეგმენტში, რადგან ამ კატეგორიის მომხმარებელი პარფიუმერულ პროდუქციას უფრო მეტად ყიდულობს აფთიაქებში. სააფთიაქო ქსელებს იმაზე მეტი ფასდაკლება აქვთ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ (არ ვიცი რის ხარჯზე, მაგრამ აქვთ ამის საშუალება, მომხმარებელს 50-70%-იანი ფასდაკლებები შესთავაზონ). აქვე უნდა ითქვას, რომ საშუალო და დაბალ სეგმენტშიც გაყიდვები ძალიან შემცირებული არ არის. ლუქსში გაყიდვების მატება შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ ამ ნაწილში ჩვენს ქსელს საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვს,“ - აცხადებს პაპალაშვილი.

შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი პარის“ სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა. დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარის“ 18 მაღაზიაა წარმოდგენილი. 2022 წლის დასაწყისისთვის კომპანიას ქსელი 20-მდე გაიზრდება, ქსელს დაემატება მაღაზიები რუსთავსა და თელავში.

“ისი პარის“ მაღაზიებში 80-მდე  პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023