ბიზნესი
06/02/2023

ირმა დაუშვილი: ახტალის ტალახების პროცედურების ჩატარება თბილისშიც იქნება შესაძლებელი

დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრის დამფუძნებელი ირმა დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  ცენტრი ახალი სერვისების დანერგავზე მუშაობს. ერთ-ერთი მიმართულება კი ახტალის ტალახების პროცედურები იქნება.

მისივე ინფორმაციით, ამჯერად  კომპანიის მენეჯმენტის სურვილია ცენტრში თავმოყრილი იყოს ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც საქართველოს ბალნეო-კურორტებზე არსებობს.

„ჩვენს ცენტრში უკვე ჩამოგვაქვს „ნუნისის წყალი“ და პაციენტებს ვთავაზობთ. მოგეხსენებათ, ნუნისში მკურნალობის ციკლი, დაახლოებით, 21 დღეს მოიცავს, ყველას არ აქვს არც დრო და არც შესაძლებლობა, რომ იქ იმკურნალოს. ამიტომ, ჩვენ აქ ვთავაზობთ აღნიშნული პროდუქტის მიღების და სერვისის შესაძლებლობას.  გვინდა, რომ ეს ცენტრი გახდეს ისეთი ადგილი, სადაც პაციენტები გაეცნობიან საქართველოში არსებული სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით მკურნალობის საშუალებებს და მიმართულებებს“, - აცხადებს ირმა დაუშვილი.

მისივე ინფორმაციით, დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრის ცნობადობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მზარდია, გაზრდილია მომართვიანობა როგორც უკრაინიდან და რუსეთიდან, ისე ყაზახეთიდან.

ცნობისთვის, დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი 1 წლის წინ გაიხსნა. კლინიკაში მკურნალობა ხდება მცენარეული ნაკრების ჩართულობით, რომელსაც ექიმი ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე  30 წლიანი გამოცდილებით ამზადებს.

ცენტრში შესაძლებელია ისეთი სარებილიტაციო ბალნეო-პროცედურების ჩატარება, როგორებიცაა: ჰიდროკოლონოთერაპია, გოგირდის აბაზანები, სპა პროცედურები, ნუნისის წყლის აბაზანები (გამოიყენება კანის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ: აკნე, ფსორიაზი, ნეიროდერმიტი და ა.შ), ფიზიოთერაპია უახლესი აპარატურით და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023