ბიზნესი
15/09/2021

ირაკლი როსტომაშვილი: ძველ ბინებზეა მოთხოვნა, რადგან ხალხი ალბათ ახალს ვერ ყიდულობს

“საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ძველ პროექტებში ტრანზქციების ზრდა იმის მანიშნებელია, რომ მოსახლეობას ფინანსურად იმაზე მეტად გაუჭირდა, ვიდრე ეს აქამდე იყო.

„ალბათ ძველი ბინები ახალშენებულებზე უფრო იაფია, გაზრდილი მოთხოვნაც დიდი ალბათობით ამიტომაა. ძველი რომ ახალს არ ჯობს ეს ხომ ყველამ იცის, ალბათ ახალს ვერ ყიდულობენ,“ - აცხადებს როსტომაშვილი.

რაც შეეხება პერსპექტივას და სამომავლო ტენდენციებს, „მენაშენეთა ასოცაიციის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური გარემოა, სამომავლო პროექტებზე, ტენდენციებზე და ზოგადად, ბიზნეს, საინვეტიციოს გარემოზე საუბარი ცოტა რთულია.

Colliers International Georgia-ს კვლევის მიხედვით,2021 წლის ივლისში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,978 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა 2019 წლის ივლისთან შედარებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023