ბიზნესი
28/05/2021

"იმერს" ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირება არ უღირს

ქართული სამკერვალო კომპანია „იმერი“ ბრენდული მაღაზიების გაფართოების კუთხით განვითარებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაზა გვენეტაძემ განუცხადა, "იმერს" ორი ბრენდული  მაღაზია მხოლოდ ქუთაისში აქვს, თბილისში რამდენიმე წლის წინ არსებული ობიექტის აღდგენას კი ამ ეტაპზე აღარ აპირებს.

როგორც გვენეტაძე აცხადებს, პანდემიიდან გამომდინარე, კომპანიიის მენეჯმენტს უჭირს სამომავლო გეგმებზე ორიენტაცია, გარდა ამისა, საექსპორტო მიმართულებაზე აქცენტი შემოსავლის კუთხით ბევრად მომგებიანია, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირება.

„ადგილობრივ ბაზარზე  დიდი მოთხოვნა არ არის. ჩვენ წელიწადში დაახლოებით 120 000 ცალ მხოლოდ პალტოს და ნახევარპალტოს ვკერავთ. როდესაც თბილისში მაღაზია გვქონდა, წელიწადში მხოლოდ 7 000 ცალ პალტოს ვყიდიდით. განსხვავებას ხედავთ,“ - აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, სამკერვალო ფაბრიკა „იმერს“ 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქციის ძალიან მცირე ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება. კომპანიამ თბილისში (საბურთალო) არსებული მაღაზია 2019 წელს დახურა. მაშინ  მიზეზად არახელსაყრელი მდებარეობა დასახელდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023