ბიზნესი
11/08/2021

"იმერმა" საერთაშორისო ბრენდ Marks&Spencer-თან თანამშრომლობა დაიწყო

ქართულმა სამკერვალო კომპანიამ „იმერი“ საერთაშორისო ბრენდ Marks&Spencer-თან თანამშრომლობა დაიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა გვენეტაძემ განუცხადა, ქალის ტანისამოსის მიწოდება უკვე უწყვეტად ხორციელდება.

რაც შეეხება იტალიურ Moncler-ს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ჩატარებულია აუდიტიც, თუმცა პანდემიის გამო პროდუქციის მიწოდება გაჭიანურდა. გვენეტაძე იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება და ქართულ პროდუქციას იტალიაში სექტემბრიდან გააგზავნიან.

მისივე ინფორმაცით, ამჟამად კომპანია  ქალის სამოსს კერავს Lebek-ისთისაც. კომპანია გერმანული ბრენდისთვის პალტოსა და ნახევარპალტოებს, კაბებს, შარვალებსა და პიჯაკებს აწვდის. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულად ექსპორტზე გადის.

სამკერვალო ფაბრიკა „იმერს“ 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქციის ძალიან მცირე ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც (ქუთაისში) იყიდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023