ბიზნესი
25/01/2021

Hyatt Centric Boulevard Batumi პირველ სტუმარს 2025 წელს მიიღებს

Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით,  უკვე გაფორმდა  შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს.

180-ნომრიანი სასტუმრო  2025 წლისთვის უნდა გაიხსნას.

აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს მისი მეცხრე ობიექტი იქნება.

როგორც „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თემო ბიწაძე „ბიზნესპარტნიორთან“ რამდენიმე თვის წინ  აცხადებდა, პროექტი უნიკალური რეგიონული ჰაბია, რომელიც ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ფეხი აუწყონ ბიზნესის განვითარების ტემპს და გახდნენ გლობალური პროექტის ნაწილი.

“ალიანს ცენტროპოლისი” აერთიანებს 5*-იანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსა და კაზინოს, მასში განთავსდება პირველი WTC საგამოფენო ცენტრი რეგიონში; მოიცავს ასევე საინვესტიციო აპარტამენტებს და A კლასის ბიზნესცენტრს (რომელიც ბათუმში არ არის) და A კლასის სავაჭრო ცენტრს.

პროექტი მოიცავს 10 000 კვ.მ სარეკრეაციო ზონას, 3 დონიან მიწისქვეშა პარკინგს, უმაღლესი კლასის რესტორნებს და ბარებს, გასართობ ცენტრს და კინოთეატრს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, საცურაო აუზებს.

ამ ეტაპზე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 380 მლნ დოლარია, თუმცა მისი საბოლოოლ ჯამური ღირებულება 450-470 მლნ დოლარი იქნება. ბიწაძის განცხადებით, პროექტში საფინანსო პარტნიორი „საქართველოს ბანკია“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023