ბიზნესი
03/08/2021

გურამ ბაღდოშვილი: აცრილს ან აუცრელს მე არ უნდა ვუბლოკავდე კარს

სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  ეპიდემიოლოგ პაატა იმნაძის რეკომენდაციას, რესტორნებში დაუშვან მხოლოდ აცრილები ან გატესტილები, ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ინიციატივა მისთვის მისაღები არ არის.

„პაატა იმნაძემ გაუშვას მერია, მუნიციპალური პოლიცია, ჯარი იმ კაფეებში, რესტორნებსა და ბარებში, სადაც მიდის ღრეობა. ადამიანის უფლებების დაცვა უნდა ვიცოდეთ, მე სხვის ინტერესებს ვითვალისწინებ რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში გავიზარდე. სახელმწიფო უნდა მართავდეს ვითარებას ქვეყანაში და არა რესტორატორები. მე არ უნდა ვუბლოკავდე კარებს ვინც არის აუცრელი ან აცრილი. არასწორი მიმართულებაა ეს.

ის, რაც დღეს აჭარაში ხდება, რომ ჩამოვიდეს პოლიცია და ნახოს, მიხვდება რაზეც არის საუბარი. სარიტუალო, საბანკეტო რესტორნები 500 -700 კაციან მართავენ, აქედან ვრცელდება დაავადებები. ბუტიკ ტიპის რესტორნები არ არიან საფრთის შემცველნი, მით უმეტეს, რომ რეგულაციებს იცავენ,“-აცხადებს ბაღდოშვილი.  

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, რესტორნებში მხოლოდ ორჯერადად აცრილები ან წინასწარ გატესტილები დაუშვან. 

“ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს. საკოორდინაციო საბჭოზე ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვამთ ხოლმე. საბჭოს მივმართე მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციებით, მაგრამ საბჭო იღებს კონსესუსით გადაწყვეტილებას. კონსესუსი საჭიროა არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაში. 

რეკომენდაციაა, რესტორნებში დაშვება იყოს მარტო აცრილების ან წინასწარ გატესტილების.

რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი, ლხინის სუფრა ჭირად იქცევა ხოლმე, წინადადება იყო, რომ გაიზარდოს 50 კაცამდე დაშვება, თუ ყველა აცრილი იქნება, მინიმუმ წინასწარ გატესტილი“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023