The Spruce Eats / Diana Chistruga
ბიზნესი
10/09/2022

გრილი ბიზნესი - ნაყინზე მოთხოვნამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა

რუსეთ-უკრაინის ომს და პანდემიას საქართველოში ნაყინის გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა პროდუქცია ორივე მოვლენამ გააძვირა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ განუცხადა, ნაყინის თვითღირებულება წელს, წინა წელთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა.

„რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის გაძვირება გამოიწვია, რის შედეგადაც, სხვადასხვა ტიპის ნაყინი ქვეყანაში საშუალოდ 12%-ით გაძვირდა. რაც შეეხება გაყიდვებს, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, დაახლოებით 15%-ით გაიზარდა გაყიდვები“,- აღნიშნა სანდრო ლომთაძემ.

მისივე განმარტებით, ნაყინის სექტორში ზრდა იყო 2020 და 2021 წლებშიც.

„პანდემიის გამო ნაყინის სექტორი წაგებაზე არ წასულა. ცხადია, რომ არა ეს მოვლენები,  გაყიდვების რიცხვი გაცილებით მაღალი იქნებოდა, თუმცა, 2020 წელსაც კი 2%-იანი ზრდა გვქონდა გაყიდვებში. ასე რომ, წელს ნაყინის გაყიდვებმა პანდემიმადელ მაჩვენებელსაც კი გადაასწრო“, - დასძინა „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა.

აღსანიშნავია, რომ „თოლიას“ წარმოებას ზამთრის სეზონზეც აგრძელებს, თუმცა სეზონურობიდან გამომდინარე, წარმოებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023