ბიზნესი
06/05/2021

Go Express-ი წლის ბოლომდე მიწოდების არეალს გააფართოებს

ამანათების გადაზიდვის საკურიერო კომპანია Go Express-ი წლის ბოლომდე მიწოდების არეალს მთელი საქართველოს მასშტაბით გააფართოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბექა ნავერიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სამომავლოდ დაგეგმილია სერვისის ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეთავაზებაც. განიხილება მობილური აპლიკაციის შექმნაც.

„კომპანიის დაფუძნების იდეა პანდემის პერიოდში გაჩნდა, მაშინ, როდესაც ჩვენივე ონლაინ  მაღაზიისთვის მსგავსი, საკურიერო კომპანია დაგვჭირდა. მაშინ გამოჩნდა ბაზარზე ასეთი ტიპის კომპანიის არსებობის საჭიროება, რომელიც მომხმარებელს დროულ და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებდა. კომპანიას აქვს  პორტალი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ონლაინ კურიერის გამოძახება.“-აცხადებს ნავერიანი.

Go Express-ი მომხმარებელს მთელი თბილისის მასშტაბით, ასევე თბილისის შემოგარენის,რუსთავის, მარნეულის, ქუთაისის და ბათუმის  მიმართულებით 20 კგ-მდე ამანათების გადაზიდვის სერვისს სთავაზობს. აღნიშნულ ლოკაციებზე შესაძლებელია მომსახურების 3 პაკეტით სარგებლობა: თბილისის მასშტაბით იმავე დღის მიწოდება - 6 ლარი,მეორე დღეს მიწოდება- 5 ლარი,ეკონომ პაკეტი (3-4 სამუშაო დღეში მიწოდება) –  4 ლარი.

ნავერიანი აცხადებს, რომ კომპანია ამ დროისთვის კომპანია 100-მდე ონლაინ მაღაზიასთან თანამშრომლობს. პორტალზე დარეგისტრირებულთა რიცხვი კი 500-ზე მეტია (ამაში შედის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები).

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023