ბიზნესი
27/02/2023

"გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიას“ შავი პომიდორი გაყიდვაში ზაფხულიდან გამოჩნდება

„გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიას“ მიერ წარმოებული შავი პომიდორი ქსელურ მარკეტებში მიმდინარე წლის ზაფხულიდან გამოჩნდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, პირველ ეტაპზე ბაზარზე პროდუქტი მცირე მოცულობით გამოვა. სამომავლოდ კი მასშტაბების ზრდაა დაგეგმილი.

„გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიას“ სასათბურე ბიომეურნეობა გორის რაიონ, სოფელ ქვემო ნიქოზში მდებარეობს.

500 კვადრატულ მეტრ ფართობზე კომპანიას რამდენიმე სახეობის შავი პომიდვრის, ბეიბი სალათების და მიკრომწვანილების მოყვანა აქვს დაგეგმილი.

კომპანიამ პირველი საჩვენებელ-სანიმუშო მოსავალი უკვე მიიღო, თუმცა პროდუქციის რეალიზაცია მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, ჯერ არ დაუწყია.

ამასთან, მუშაობა დაწყებულია საექსპორტო გეგმებზეც, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მოთხოვნის მიუხედავად ბიოპომიდვრის გატანის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ არსებობს.

„შავი პომიდვრის გარკვეულ მოცულობებზე საფრანგეთიდან გვაქვს მთხოვნა, მაგრამ ბიოპროდუქტის გატანა არ არის ასე ადვილი. იმისთვის რომ ჩვენთან წარმოებული ბიოპროდუქტი ევროპულ ბაზარზე ამ ნიშნით გავიდეს, ქვეყანას პომიდვრის დაკრეფის, ჩალაგების, გაგზავნის პირობების დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები უნდა ჰქონდეს შემუშავებული, საკანონმდებლო დონეზე სჭირდება ამ ყველაფერს ცვლილებები, აქტიურად ვმშაობთ ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან ერთად.“-აღნიშნა რუსუდან კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, „გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიას“ სათბური სრულად ენერგოეფექტურია, რაც ბიოწარმოებისთვის აუცილებელი პირობაა. საჩვენებელ-სანიმუშო სათბური ნამჯისგან არის დამზადებული და ის ენერგოეფექტური ღუმელით თბება. კომპანიამ სასათბურე მეურნეობა CENN-ის დახმარებით გააშენა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023