
GITA-ს მხარდაჭერით GLOBALIZE-მა სილიკონის ველიზე პირველი კონფერენცია გამართა
საკონსულტაციო კომპანია Globalize-მა კალიფორნიაში, სილიკონის ველიზე პირველი კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
კონფერენციაზე ქართული სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგნენ. ამასთან Globalize-მა ერთად შეკრიბა აშშ-ში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები. Globalize აერთიანებს 5 ათასამდე წარმატებულ ქართველს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ.
ღონისძიების მიზანია, დამყარდეს საჭირო კავშირები სტარტაპებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების, ტექნოლოგიების გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება თუ მხარდაჭერა ამერიკის ბაზრის ათვისების კუთხით.
სტარტაპებს არაერთხელ ექნებათ საშუალება გააცნონ თავიანთი კომპანია აუდიტორიას და ინვესტორებს, ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ „ნეთვორქინგ ივენთების“ მეშვეობით. კონფერენციაზე 20-მდე სპიკერია წარმოდგენილი. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას იღებენ ისეთი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Meta, Cisco და სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში დიდი გამოცდილების მქონე ქართველები.
აღნიშნული ღონისძიება ქართული სტარტაპებისთვის წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად, ინოვაციური იდეების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.
GLOBALIZE წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან.
მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთის, კომპანიას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. 2022 წლის ბოლოს გლობალური მასშტაბის კონფერენციის გამართვა თბილისშიც იგეგმება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე www.globalize.ge