ბიზნესი
05/08/2021

Georgian Bicycle Group-ი ბრენდული მაღაზიების ქსელის განვითარებას არ გეგმავს

Georgian Bicycle Group-ი ბრენდული მაღაზიების ქსელის განვითარებას არ გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმღვანელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ელექტრონულ კომერციას საქართველოში მომავალი აქვს. ეს კი კომპანიის ონლაინ გაყიდვებმა (BIKES.ge) დაადასტურა.

როგორც კიკნაველიძე აცხადებს, საქართველოში იწყება ციფრული ტრანსფორმაციის ხანა, ქვეყანამ და კომპანიებმა კი ამას ფეხი უნდა აუწყონ.

„ჩვენ თითოეულ ინვესტირებულ დოლარს ვუყურებთ მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ ინვესტიცია გამართლებული არ არის, ფილიალს არ დავამატებთ. შესაბამისად, თუ მოთხოვნა იმდენი იქნება, რომ საჭირო და კომერციულად გამართლებული იქნება, შემდეგ ვიფიქრებთ ამაზე.

ახალი მაღაზია დღეს არის ონლაინ სივრცე. დღეს საქართველოში ონლაინ ბიზნესი განვითარებული არ არის, თუმცა მომავალი აქვს. ეს გვაჩვენა Wolt-მა და Glovo-მ, ხალხი თუ ჯერ იწერს საკვებს, გადავლენ მონათესავე სფეროებზე. Amazon-მა დაამტკიცა, რომ თუ იქნები მომხმარებელზე ორიენტირებული, ფართო  ასორტიმენტით და კარგი ფასებით, რა თქმა უნდა შეგეძლება ონლაინ სივრცეში იწყო წარმატებული,“ - აცხადებს კიკნაველიძე.

გეგმავს თუ არა Georgian Bicycle Group-ი მობილური აპლიკაციის შექმნას, კიკნაველიძე აცხადებს, რომ ეს კომერციულად მომგებიანი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში. Georgian Bicycle Group-ის პროდუქცია წარმდგენილი „მეგასპორტის“ ფილიალებშიც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023