ბიზნესი
01/10/2021

George Grey Winery საფირმო მაღაზიების გახსნას გეგმავს

George Grey Winery გრძელვადიან პერსპექტივაში  საფირმო მაღაზიების გახსნას განიხილავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  George Grey Winery-ს დამფუძნებელმა და კომერციულმა დირექტორმა  გიორგი რუხაძემ განუცხადა, კომპანიის გეგმის ფარგლებში განიხილება საწყის ეტაპზე მაღაზიის თბილისში გახსნა, ხოლო შემდეგ მეზობელ ქვეყნებში. 

მისი ინფორმაცით, ამ მიმართულების განვითარებასა და კონცეფციაზე კომპანიაში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. რუხაძე აცხადებს, რომ კონცეფციის მომზადების შემდეგ განისაზღვრება პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობაც.

George Grey Winery ოჯახური მეღვინეობის ბაზაზე შეიქმნა და ღვინის ინდუსტრიაში 2018 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიას  ვენახები აქვს ქართლში, იმერეთსა და კახეთში, ჯამში 2 ჰა ტერიტორიაზე.

George Grey Winery-ს ბიზნესი ორ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული, ერთი ტრადიციული მეღვინეობაა, რომლის  ფარგლებშიც  პრემიუმ კლასის ქართული ტრადიციული ღვინოების, მათ შორის საფერავის,  ქინძმარაულის, ქვევრის რქაწითელის, ქვევრის ქისის წარმოება ხდება,  მეორე მიმართულება კი ეთმობა თანამედროვე ბრენდ „კესანეს“, რომელიც George Grey Winery-ის ბრენდის ქვეშ იწარმოება. 

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ საწყის ეტაპზე რამდენიმე ასეული ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023