ბიზნესი
13/07/2021

"გემუანის" პროდუქცია Amazon-ზე გაიყიდება

სამეგრელოში, მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია „გემუანი“ დაახლოებით სამ თვეში პროდუქციას Amazon-ის საშუალებით გაყიდის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნონა თორდიამ განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორისაა, Amazon-ისთვის მორგებული სპეციალური შეფუთვისთვის დიზაინის შემუშავება და შეთანხმება.

მისივე განცხადებით, პროდუქცია სპეციალიზებულ პაკეტებში გაიყიდება. საუბარია, რითეილისთვის წარმოებული ხილის ჩიფსებსა და ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის, ჩაიზე. ჯამში დაახლოებით 30 სახეობაზე.

ამ ეტაპზე „გემუანის“ პროდუქციის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე რუსეთსა და ჩეხეთში იგზავნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.

თორდიას ინფორმაციით, „გემუანმა“ წლის განმავლობაში რებრენდინგიც განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სრულად შეიცვალა კომპანიის ლოგო და პროდუქციის შეფუთვა. „თუ აქამდე კომპანია პროდუქციას მხოლოდ მინის ქილებში ყიდიდა, ახლა ამას სპეციალიზებული პაკეტები ჩაანაცვლებს. შესაფუთი მასალები ჩამოგვაქვს ჩინეთიდან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთთანაც,“ - აცხადებს თორდია.

როგორც ცნობილია, „გემუანი“ 2020 წლის ივნისიდან შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელი გახდა. შესაბამისად, „გემუანი" Nestle-ს რუსეთის ფილიალს ინგრედიენტებით ამარაგებს. თორდია აცხადებს, რომ ქართული კომპანია Nestle-ს საშუალოდ 2 თვეში ერთხელ დაახლოებით 1.5 ტონა პროდუქციას უგზავნის.

როგორც თორდია აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით მსგავს ტრანსნაციონალიურ ორ კომპანიასთანაც, ამ ეტაპზე "გემუანის" დამფუძნებელი მათ იდენტიფიცირებას არ ახდენს. 

სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“ 2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. უშუალოდ ხილის გადამამუშავაბელი საწარმო 2017 წლიდან ფუნქციონირებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023