ბიზნესი
14/07/2021

"გემუანი" ამერიკის ბაზარზეც გაიყიდება

სამეგრელოში, მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია „გემუანი“  წლის ბოლომდე პროდუქციას ამერიკის ბაზარზეც გაიტანს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნონა თორდიამ განუცხადა, პირველი პარტია დაახლოებით 1-2 თვეში გაიგზავნება.

„მოლაპარაკებები დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური ნაწილის მოგვარება,“ - აცხადებს თორდია.

ამ დროისთვის კომპანიის წარმადობა წელიწადში 24-30 ტონაა.

„გემუანი“ 2020 წლის ივნისიდან შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელია. შესაბამისად, „გემუანი" Nestle-ს რუსეთის ფილიალს ინგრედიენტებით ამარაგებს. თორდია აცხადებს, რომ ქართული კომპანია Nestle-ს საშუალოდ 2 თვეში ერთხელ დაახლოებით 1.5 ტონა პროდუქციას უგზავნის. დაგეგმილია პროდუქციის  AMAZON-ის საშუალებით გაყიდვაც. 

სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“ 2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. უშუალოდ ხილის გადამამუშავაბელი საწარმო 2017 წლიდან ფუნქციონირებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023