ბიზნესი
05/10/2021

"გემოვანის" ახალი ქარხანა დაახლოებით ერთ თვეში ამოქმედდება

“გემოვანი“ დაახლოებით 1 თვეში  წარმოებას ახალი ქარხანაში დაიწყებს.

როგორც „ბიზნესპარტნორს“ “გემოვანში” “სინერჯი კაპიტალის” ("სინერჯიმ" კომპანიის 40%-იანი წილი 2020 წელს შეიძინა) პარტნიორმა მაია მარჯანიძემ განუცხადა, ახალ ქარხანაში ამჟამად სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ თემქაზე 350 000 დოლარად  უძრავი ქონება შეიძინა, სადაც პურის მწარმოებელი ახალი ქარხანა მოაწყო (აღნიშნული ქონება თიბისი ბანკის დასაკუთღებულ ქონებას წარმოადგენდა).

პური ამ დრომდე ვარკეთილში კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე იწარმოებოდა.

„მზეთამზეს” პური მზადდება უძველესი ტექნოლოგიით - ქართული ხორბლის ფქვილითა და ბუნებრივი საფუარით, ქიმიური დანამატების გარეშე. “გემოვანი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით ინდუსტრიულად აწარმოებს პურს.

როგორც მარჯანიძე აცხადებს, ახალი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია გეგმავს საწარმოო ტურების მოწყობას როგორც ტურისტებისთვის, ისე სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის. სამომავლოდ დაგეგმილია, ახალი მიმართულებების განვითარებაც, მათ შორის, ასორტიმენტის გაზრდა.

“გემოვანში” “სინერჯი კაპიტალის“ პარტნიორი  მაია მარჯანიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „სინერჯიმ“ პურის მწარმოებელი კომპანიაში წილი შეისყიდა, რეგიონებში პურის წარმოების დეცენტრალიზებული მიდგომა დანერგა, რაც ადგილობრივი მიტოვებული თუ მოქმედი ფურნეების გამოცოცხლების გზით დაიწყო.

მარჯანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის   საქართველოს მასშტაბით უკვე 4  მიტოვებული ფურნეა აღდგენილი. მათ შორის, გურიაში, სამეგრელოსა და ქართლში. რამდენიმე მოქმედ და დახურულ ფურნესთან მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს.

სქემა ასეთია - „გემოვანი“ ყიდულობს ადგილობრივი წარმოების ხორბალს, ასაქმებს ადგილობრივებს და ბაზარზე ბუნებრივი საფუარით, „პურის დედაზე“ წარმოებული პურის ტრადიციას ამკვიდრებს.

შეგახსენებთ, “სინერჯი“ საინვესტიციო და განვითარების კომპანიაა, რომელიც ყიდულობს 20%-დან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში, შეჰყავს ინვესტორები და უზრდის მათ ღირებულებას. თითოეულ კომპანიაში “სინერჯი“ საკუთრებაში იტოვებს მინიმუმ 20%-ს მუდმივად, რითაც კომპანიის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას და პასუხისმგებლობას გრძელვადიანად ინარჩუნებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023