ბიზნესი
27/02/2023

GDG ჯგუფი იმერეთში 2 სასტუმროს მმართველ კომპანიას წლის ბოლომდე შეირჩევს

GDG ჯგუფი ქუთაისის აეროპორტთან და ვანში 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს  მიმდინარე წლის ბოლოს ან  2024 წლის ზაფხულში გახსნის.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბიძინა წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტების გახსნა მიმდინარე წელს იყო დაანონსებული, თუმცა, გლობალური კოვიდ პანდემიის გამო, სამშენებლო სამუშაოები დაპაუზდა, ამან კი პროექტის გახსნის გადავადება გამოიწვია.

წაქაძე აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშოების ნაწილი თვის ბოლოს განახლდება. „აქამდე ქუთაისის პროექტზე ფასადის შეთანხმების ეტაპი იყო, სამუშაოები აქამდე იმიტომ არ განვაახლეთ,“-აღნიშნავს წაქაძე.

მისი ინფორმაციით, ვანის სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია, დარჩენილია სარემონტო სამუშოები. რაც შეეხება ქუთაისის სასტუმროს, ამ შემთხვევაშიც მშენებლობა დასრულებულია, 1 თვეში კი  ფასადის მოპირკეთების სამუშოები დაიწყება.

წაქაძის განცხადებით, ორივე სასტუმროს მართვაში შესვლით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული. მათ შორისაა Mariott-ი, Best Western-ი და Colliers International-ი. თუმცა, მისივე ვარაუდით, ორივე სასტუმროში ოპერირება შესაძლოა Best Western-ის ბრენდმა დაიწყოს.

„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს, ამ წლის ბოლოსთვის აუცილებლად გვეცოდინება რომელი  ოპერატორი კომპანია შევა იმერეთის სასტუნროებში,“-აცხადებს წაქაძე.

ქუთაისის აეროპორთან მშენებარე სასტუმროს პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის , ვანში კი  3-4 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ქუთაისის აეროპორთან 120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი, ბარი და კაზინო განთავსდება.

რაც შეეხება ვანში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, 45 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო, სპორტული დარბაზი და რესტორანი.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023