ბიზნესი
05/05/2021

გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯის გამო A-MANATI მუშაობას დროებით აჩერებს

გადამზიდავმა კომპანიამ A-MANATI მუშაობა დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, მიზეზი ტრანსპორტირების ტარიფების ზრდაა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ასეთ პირობებში არ ღირს მუშაობა, რადგან  A-MANATI-ს მიერ გაზრდილი ხარჯის ფასში ასახვა შეამცირებს ბრუნვას.

უკვე 14 წელია ვართ ბაზარზე და მუდმივად ვინარჩუნებდით ძველ ტარიფს და მომხმარებლებს,  მაგრამ ბოლო პერიოდში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.  ფასი მხოლოდ 1 ევროთი 8 ევრომდე გავზარდეთ, თუმცა, ეს მომხმარებლებზე მძიმედ აისახა. ვცდილობთ,  ძველ ტარიფებს დავუბრუნდეთ, რისთვისაც აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 2 ავიაგადამზიდავთან, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის უცხოეთიდან ამანათების მიღება ისევ კომფორტული იყოს.

ჩვენი საწყობები  (გერმანია,ესპანეთი,ამერიკა) ამანათებს  ჩაიბარებს  18 მაისის ჩათვლით. 18 მაისის შემდეგ მისულ ამანათებზე  კომპანია  იხსნის ყველანაირ  პასუხისმგებლობას,” - აღნიშნავენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, www.A-MANATI.com წარმოადგენს გადამზიდავი კომპანია AMANATI UG-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რომელიც 2010 წლის 26 აგვისტოს დაარსდა.

A-MANATI პროდუქციის ტრანსპორტირებას ახორციელებდა  გერმანიიდან, ესპანეთიდან,აშშ-დან და ჩინეთიდან.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023