ბიზნესი
22/09/2023

გალერია თბილისი: მსყიდველუნარიანი მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა

რითეილ ბაზრის წარმომადგენლების ინფორმაცით, 2023 წელს სექტორის მაჩვენებლები, 2022 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „გალერია თბილისის“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ადუაშვილმა  განუცხადა, რითეილ სექტორში გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია და გამონაკლისი არც მიმდინარე წლის ზაფხული აღმოჩნდა. მისივე ინფორმაციით, რიგი სავაჭრო ცენტრების შემთხვევაში, გაყიდვების მაჩვენებლი 10-დან 15 პროცენტამდე გაიზარდა.

„გაყიდვებში ადგილობრივების გარდა, ქვეყანაში შემოსული უცხოელი ვიზიტორებიც აქტიურობდნენ და პროცენტულად მათი წილი, დაახლოებით, 20-დან 30%-ამდე იყო. 

რაც შეეხება დღიურ მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის ზაფხულში, ჩვენს სავაჭრო ცენტრში შემოსული მომხმარებლების დღიური მაჩვენებელი 16 ათასს აჭარბებდა. ამ მონაცემით, ნაკადები დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული, თუმცა ეს გაყიდვების მაჩვენებელზე არ ასახულა და პირიქით, გაყიდვებში როგორც უკვე გითხარით, ზრდა დაფიქსირდა, რასაც მსყიდველუნარიანი მომხმარებლის რაოდენობის ზრდას ვუკავშირებ. საკმაოდ მაღალია ქვითრის რაოდენობა ერთეული გაყიდვების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნინი ადუაშვილმა

მისივე განმარტებით, დარგში დადებითი მოლოდინი აქვთ შემოდგომის სეზონთან მიმართებითაც და გაყიდვების 10-15%-იან ზრდას ელიან.

ცნობისთვის, ქვეყანაში რითეილ სექტორის განვითარების ფონზე, მზარდია მოთხოვნა სავაჭრო კომერციულ ფართებზეც. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გასულ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მოლებში 22%-ით გაიზარდა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს, ასევე 22%-ით გაიზარდა კომერციული უძრავი ქონების ფასიც და საშუალოდ 21-22 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023