ბიზნესი
18/03/2021

ფოთის პორტში PACE GROUP-ის ტერმინალის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

ფოთის პორტში PACE GROUP-ის ტერმინალის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - კომპანიის წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წევრებს გააცნეს.

ამჟამად არსებული ვითარებით, ახალი დახურული საწყობის აშენება თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა, ნავმისადგმის მშენებლობა და ბოლო ეტაპზეა ტალღმჭერის მშენებლობაც. აშენდა სარკინიგზო ხაზიც.

ტერმინალის ნაწილი უკვე განვითარებულია და კომპანია კონტეინერებს და გენერალურ ტვირთებს იღებს.

"ახალი ტერმინალის მშენებლობა დავიწყეთ 2019 წლის ოქტომბერში, პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, თუმცა ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მშენებლობა ამ წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება“, - განაცხადა PACE GROUP-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი თათეიშვილმა.

ახალი ტერმინალის ნავმისადგომის სიგრძე 260 მ, სიღრმე კი, 13 მ იქნება, რითაც შესაძლებელი გახდება 215 მ სიგრძის ანუ 50 ათას ტონიანი გემების მიღება.

„ეს ტერმინალი მოემსახურება ისეთ ტვირთებს, რასაც დღეს არც ფოთის და არც ბათუმის ნავსადგურს არ შეუძლიათ მოემსახურონ ეფექტიანად, იმის გამო, რომ არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ტვირთები არის ძირითადად შუა აზიიდან, იქ გახსნილი ქიმიური და მინერალური სასუქების ქარხნებიდან, აქ მოხდება მინერალური სასუქების, ალუმინის სხმულების, თუ ბამბის გადაზიდვა“, - აღნიშნა ირაკლი თათეიშვილმა.

პროექტის I ფაზაში 93 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, საიდანაც 50 მლნ არის DFC (ყოფილი OPIC) დაფინანსება.

ტემინალი მოიცავს 27 ჰა-ს მოიცავს. ის შეძლებს მოემსახუროს 100 ათას TEU კონტეინერს, 4.2 მლნ ტონა ნაყარ და 1 მლნ ტონა გენერალურ ტვირთს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023