ბიზნესი
29/09/2023

ფოთი-კონსტანცას სამარშუტო ხაზზე კიდევ ერთი ბორანი დაემატება

ქართულ და რუმინულ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებამ, კონტეინერების გადაზიდვის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურა და გამტარუნარიანობა გაზარდა, - ასეთია გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლების შეფასებები.

ისინი საბორნე მიმოსვლის ეკონომიკურ სარგებელზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ერთადერთი საზღვარი, რომელიც ევროპასთან გვაქვს, სწორედ ლურჯი საზღვარია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, შავ ზღვის მაქსიმალური ათვისება, მათ შორის ბორნების დამატება აღნიშნულ ხაზზე.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  E60 Shipping Line-ის მმართველმა პარტნიორმა შალვა წაქაძემ განუცხადა, საქართველო-რუმინეთის საბორნე ხაზი დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. მეტიც, არის შემთხვევები, როცა გაზრდილი მოთხოვნას ბოლომდე ვერც აკმაყოფილებს და გარკვეული სატვირთო მანქანები ადგილზე რჩება.

„ჩვენი ბორანი იტევს 101 სატვირთო მანქანას და იყო პრეცედენტი, როცა მოთხოვნა ისეთი დიდი იყო, 20 მანქანა ნაპირზე დაგვრჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ დატვირთვა ამ რეისზე 120% იყო. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ ახალი ბორანის დამატების საკითხზე და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, ამ ხაზზე დამატებით კიდევ ერთი ბორანი ივლის“, - აღნიშნა E60 Shipping Line-ის მმართველმა პარტნიორმა.

მისივე განმარტებით, ბორანი ერთნაირი, მაღალი დატვირთვით მუშაობს როგორც ფოთიდან, ისე კონსტანცადან.

შეგახსენებთ, ფოთი-კონსტანცას ხაზი ახალია და აქ საბორნე მიმოსვლა მიმდინარე წლის 27 ივნისიდან დაიწყო. ამჟამად, კვირაში ერთი რეისი სრულდება. ბორანი 191 მეტრი სიგრძისაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023