ბიზნესი
27/04/2021

Fitch-ი GOGC-ს რეიტინგებს აღარ მიანიჭებს - კორპორაციის ბოლო რეიტინგი BB

Fitch-ი „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (GOGC) რეიტინგებს აღარ მიანიჭებს.

„რეიტინგები მოხსნილია კომერციული მიზეზით. Fitch-ი აღარ უზრუნველყოფს კომპანიის რეიტინგების მინიჭებას, ან ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას“, - აცხადებს სარეიტინგო სააგენტო.

Fitch-მა „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ბოლო რეიტინგი „BB“ დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით „ნეგატიური“.

სააგენტო მიიჩნევს, რომ 2022 წლისთვის კორპორაცია შეძლებს სავალო წნეხის შემცირებას, ელექტროენერგიის წარმოების სექტორში EBITDA-ს გაუმჯობესებით. რეიტინგი ასევე ასახავს GOGC-ის მონოპოლიურ როლს ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სფეროში.

ამასთან, სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2020-21 წლებში გაზის სექტორში მარჟის კლებას ელექტროენერგიის სექტროში EBITDA -ს ზრდა დააკომპენსირებს.

შეფასებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის კიდევ ერთი ახალი თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“ 2023 წელს შევა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება გაზსაცავის პროექტს,  Fitch-ი მიიჩნევს, რომ პროექტის დაწყება ისევ გადავადდება.

ამავე შეფასებიდან ცნობილი ხდება, რომ „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2021 წლიდან დივიდენდს არ გადაიხდის. 

შეგახსენებთ, 26 აპრილს,  „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წელს განთავსებული 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.

რეფინანსირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდა, 

10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას, კორპორაციამ, 2020 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. აღნიშნული სასესხო რესურსით, ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად, ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023