ბიზნესი
13/10/2023

EMEA რეგიონებისთვის გამართულ ვებინარში, საქართველოც მონაწილეობს

EMEA (Europe, The Middle East and Africa) რეგიონებისთვის გამართულ ვებინარში, საქართველოც მონაწილეობს.

როგორც GITA-ს ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, სალომე ნაფეტვარიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, Salesforce EMEA Initiatives for Georgia-ს ვებინარი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე  გაიმართება და დამსწრე საზოგადოებას ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ შეეძლება ინფორმაციის მიღება, რასაც Salesforce საქართველოს სთავაზობს.

აღნიშნული ვებინარი, GITA-ს საკონსულოსა და Salesforce-ის ერთობლივი ჩართულობით, პირველად იმართება.

რაც შეეხება თავად კომპანიას, Salesforce  არის მსოფლიოს ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვისა და კომპანიის შიდა საოპერაციო პროცესების მართვის მიმართულებით.

„დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც Salesforce სთავაზობს ჩვენს რეგიონს. იმ მრავალი საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების მაგალითების ჩათვლით, რომლებმაც არაერთი ქვეყნის ტალანტების ეკოსისტემა მნიშვნელოვნად განავითარეს.“ - აცხადებს ნაფეტვარიძე.

GITA-ს ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ვარაუდობს, რომ ვებინარზე მეტწილად საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერსიტეტები, სტუდენტები და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები იქნებიან წარმოდგენილი. ასევე ის მხარეები, რომლებიც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართულნი.

ცნობისთვის, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, ვებინარის დროს მოწვეული სპიკერები EMEA Talent Ecosystem-ის ისეთ პროექტებზე ისაუბრებენ, როგორებიცაა Bay Code Young Talent Programmes, Academic Programmes, Trailhead Challenge.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022