ბიზნესი
18/04/2022

"ეფეს საქართველო" "ნიკორას" და "ეკო ჯეო პეტთან" ერთად პლასტმასის ბოთლების შეგროვება-გადამუშავებაზე იზრუნებს

"ეფეს საქართველო" "ნიკორა ტრეიდსა" და "ეკო ჯეო პეტთან" ერთად პლასტმასის ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებაზე იზრუნებს.

19 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ (მის: 26 მაისის მოედანი #1)  „ნატახტარის“ მწარმოებელ კომპანია „ეფეს საქართველოს“,  „ნიკორა ტრეიდსა“ და  „ეკო ჯეო პეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

სასმელების წარმოების, საცალო ვაჭრობისა და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების კომპანიების გაერთიანების მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საპილოტე პროექტის განხორციელებაა, რაც მომავალში პლასტმასის (PET) ბოთლების მასშტაბურ შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს. კომპანიების ერთობლივი პროექტი მომავალში სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას ითვალისწინებს.

კამპანია #გარემოსთვის „ეფეს საქართველოს“ ინიციატივით, მისი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაიწყო. პლასტმასის ბოთლების შეგროვებასთან ერთად, პროექტი შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავებასაც ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ „ეფეს საქართველოს“ გენერალური დირექტორი ერთან კურტი, „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი თემური ალექსანდრია და „ეკო ჯეო პეტის“ დირექტორი ივან პეტრუშევსკი. 

“ეფეს საქართველოსთვის“, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არ არის პირველი გარემოსდაცვითი პროექტი. 2012 წლიდან, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი წყლის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, რომლის მეშვეობითაც წარმოების მთლიანი ციკლის შედეგად მიღებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა-გადამუშავება ხდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენ გაეროს მდგრადი განვითარების ისეთი მიზნებით (SDG) ვხელმძღვანელობთ, როგორიცაა: სუფთა წყალი და სანიტარია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებები“. რაც შეეხება ახალ კამპანიას: #გარემოსთვის, აღსანიშნავია, რომ „ეფეს საქართველო“ იქნება პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს პალსტმასის ნარჩენების სწორად მართვის პროცესს და რაც მთავარია, ამ კამპანიაში ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები და მომხმარებლები,“  - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.