ბიზნესი
07/09/2023

დოგ-თერაპევტის მომსახურების მიღება საქართველოშიც შესაძლებელია

ქართველებისთვის დოგ-თერაპია, ჯერჯერობით, ცოტა უცხო და ახალი მიმართულებაა, მაგრამ ნელ-ნელა იზრდება ადამიანების რიცხვი, ვინც შინაური ცხოველების თერაპიით ინტერესდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საცხენოსნო კლუბ „შავი ცხენის“ მენეჯერმა, ნინო ტურიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „შავი ცხენის“ ბაზაზე მომხმარებელს როგორც იპოთერაპიას, ასევე დოგ-თერაპიას სთავაზობენ. ამ უკანასკნელით კი, უმეტესად აქ ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ, ვინაიდან, უცხოეთში დოგ-თერაპია დანარჩენი თერაპიების მსგავსად, საკმაოდ ცნობილი და განვითარებულია.

„დოგ-თერაპია რეაბილიტაციის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი მეთოდია. მისი მიზანი, სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანების რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა. დოგ-თერაპია იდეალურია ფობიების დაძლევისთვის, ფიზიკური, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, - განმარტა ნინო ტურიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დოგ-თერაპიისთვის ძაღლები სპეციალურად, სხვადასხვა ნიშნით ირჩევა. „როგორც იპოთერაპიის შემთხვევაში, როცა ცხენის ასაკს, ზომას, ხასიათს დიდი ყურადღება ექცევა, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. ძაღლი უნდა იყოს მშვიდი, გაწვრთნილი, ზრდასრული ასაკის. ახლა, „შავ ცხენში“ გვყავს 8 წლის დოგ-თერაპევტი, რომელიც ხვდება სტუმრებს და მათთან ერთად ატარებს დროს. განსაკუთრებით, ბავშვებს სიამოვნებთ მასთან კომუნიკაცია. შინაურ ცხოველთან კონტაქტით ბავშვების ფსიქიკა მშვიდდება, ზრუნვას სწავლობენ“, - აღნიშნა საცხენოსნო კლუბის მენეჯერმა.

მისივე ინფორმაციით, დოგ-თერაპია ცალკე სერვისია, რომელსაც "შავ ცხენში" მისულ ვიზიტრებს სთავზობენ. 

„ქვეყანაში ჯერ მხოლოდ 1-2 ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ამ სფეროში არიან და ჰყავთ დოგ-თერაპევტები. მაქსიმალურად ვეხმარებით ერთმანეთს, ვუზიარებთ გამოცდილებას, რომ ეს დარგი განვავითაროთ“, - განმარტა ნინო ტურიაშვილმა.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ იპოთერაპიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მას როგორც სამკურნალო, ისე სარელაქსაციო დანიშნულებით, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.  იზრდება იმ ცენტრების რაოდენობაც, სადაც იპოთერაპიის კურსების გავლაა შესაძლებელი. მათ შორის არის საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენიც“, სადაც  იპოთერაპიის კურსების ფასი 130-ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს, გამომდინარე იქიდან, თუ რას საჭიროებს პაციენტი.

ცნობისთვის, საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენი“ სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, ლილოს ბაზრობის ტერიტორიიდან, დაახლოებით, 5 წუთის სავალზე. კლუბში 33 სხვადასხვა ჯიშის ცხენს ფლობენ - დაწყებული ჰოლანდიური „ფრიზით“ დამთავრებული ქართული, თუშური ცხენით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023