ბიზნესი
23/03/2020

დირსი კორონავირუსთან საბრძოლველად 200 000 ლარს გამოყოფს

კომპანია „დირსი“სახელმწიფოს მხარდასაჭერად, კორონავირუსთან საბრძოლველად ქმნის ფონდს და მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 200 000 ლარის ოდენობით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-თან ბრძოლას.

„კომპანია „დირსი“ გვერდში უდგას ქვეყანას არსებული გამოწვევის გზაზე და მზადაა 200 000 ლარი მიმართოს COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი გადაირიცხა ფონდში #StopCov, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით დაფუძნდა. ერთიანი ძალებით შევძლებთ მალე წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას,“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. კომპლექსსა და ოფისებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დაცულია ყველა სანიტარული ნორმა.

დირსი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო პროექტია. თბილისის ყველაზე მასშტაბური დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიცია 170 მლნ დოლარს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023