ბიზნესი
19/03/2021

დავით ფერაძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე წლის ბოლოსთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ვგეგმავთ

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვებში ზრდის მაღალი ტრენდია. „საქართველოს რკინიგზის“ გათვლებით წლის ბოლოსთვის არსებული ტვირთბრუნვა გაორმაგდება.

„იმის მიუხედავად, რომ ჯერ არ არის დასრულებული ამ სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესი, სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს გადაზიდვები და აქ საუბარია მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე. მაღალი რისკის შემცველი ტვირთის, მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვა აკრძალულია. ტვირთბრუნვაში ზრდის მაღალი ტრენდია. თუ 2017 წელს გვქონდა დაახლოებით, წლიურად 2500 ტონა ტვირთი, 2020 წელი დავასრულეთ 252 ათასი ტონით. თუ შევადარებთ 2020 წელს 2019-ს დაახლოებით, 116% იყო მატება და წლის ბოლოს ვგეგმვთ, არსებული ტვირთბრუნვის 2-ჯერ გაზრდას“, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

დავით ფერაძის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2022 წლის ბოლოს ასახელებს.

„რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანას,  ვიდრე არ დასრულდება მშენელობის პროცესი და ყველა სტანდარტის სერტიფიკატს არ მივიღებთ, მგზავრთა გადაყვანა შეუძლებელია“, - აღნიშნა ფერაძემ.

მისი თქმით, სარკინიგზო ხაზის მიმართ დიდი ინტერსია ტვირთის გადაზიდვაზე  ცენტრალური აზიიდან თურქეთის მიმართულებით, ასევე რუსეთიდან თურქეთის და ხმელთაშუა ზღვა - აფრიკის მიმართულებით. დიდია მოთხოვნა თურქეთიდან ჩინეთის და რუსეთის მიმართულებით ტვრითებზეც.

ამჟამად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ხდება საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადაზიდვები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023