ბიზნესი
20/05/2021

დასაქმებულთა ხელფასი 1000 ლარამდეა და არა 600 ლარი - "მარგებელი ჰოლდინგის" სადისტრიბუციო კომპანია

„მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი  სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ დღეს გაფიცულ თანამშრომლებს სპეციალური განცხადებით პასუხობს. 

"20 მაისს კომპანიის თანამშრომელთა მცირე ნაწილი, დაახლოებით 70 ადამიანი ხელფასისა და სამუშაო განრიგის გადახედვის მოთხოვნით გაიფიცა. ოფიციალური მონაცემებით დასაქმებულთა მიერ ხელზე აღებული ანაზღაურება ჯამში 1000 ლარამდეა და არა 600 ლარი, როგორც გაფიცულები აცხადებენ. დამატებით, კომპანია მათ კერძო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს და ასევე მათ ხუთ საგზაო ჯარიმას ფარავს.

შპს „ენგადი“ 200-მდე პროდუქტის დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 20 წელია ოპერირებს. ქვეყანაში ინფლაციისა და დევალვაციის მიუხედავად, „ენგადი“ მუშაობას განაგრძობდა. როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ასევე კომპანიისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მიუხედავად ამისა, ახერხებს თანამშრომელთა შენარჩუნებას.

კომპანიის მენეჯმენტში არ არის თანამშრომელი, რომელსაც არ აქვს გავლილი სადისტრიბუციო ჯაჭვის ყველა რგოლი, შესაბამისად არ არის უცხო ყველა პოზიციის სამუშაოს გამოწვევა. სადისტრიბუციო კომპანია „ენგადს“ 20 წლის მანძილზე არასდროს უჭირდა კომუნიკაცია და დიალოგი იმ თანამშრომლებთან, რომლებმაც ეს კომპანია შექმნეს და წარმატებულად აქციეს, ასეთივე პოლიტიკით ვაპირებთ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას"-ნათქვამია განცხადებაში. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023