ბიზნესი
21/05/2021

COVID-ის გამო გამარტივებულ შესყიდვებზე 400 მლნ დაიხარჯა

პანდემიის ფონზე, სახელმწიფო შესყიდვების მოცულობა მცირედით შემცირდა.

2020 წელს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 5,158,143,556 ლარი შეადგინა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 5,332,804,815 ლარი იყო. აღნიშნული თანხა, 2020 წლის ქვეყნის მშპ-ის 10.4%-ია.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ელექტრონული ტენდერების და კონსოლიდირებული ტენდერების საფუძველზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 4,088,057,239 ლარი შეადგინა, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 1,070,086,317 ლარი.

„გამარტივებული შესყიდვების ღირებულების ნახევარზე მეტი წილი მოდის სახელმწიფოს მიერ გაცემულ სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე, პანდემიის მართვის პროცესში შესყიდულ კრიტიკულად საჭირო სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარზე და წამალზე, ასევე გამარტივებული შესყიდვების მონეტარული ზღვრის (GEL 5,000) დაცვით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გამარტივებული შესყიდვების 37% მოდის COVID 19 -ის შესყიდვებზე, რაც ჯამურად 399 მლნ ლარს აღემატება, 98.64 მლნ ანუ გამარტივებული შესყიდვების 9% უჭირავს სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023