ბიზნესი
17/07/2020

"ჭკვიანი თხილი“ შემოდგომიდან ახალი სახეობის დამატებას გეგმავს

„ჭკვიანი თხილი“ შემოდგომიდან  ახალი სახეობის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის თანადამფუძნებელმა ნინო ანდრიაძემ განაცხადა.

კომპანია ამჟამად  4 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა: „მოხერხებული მიწისთხილი“, „ჭკვიანი თხილი“ , „ყოჩაღი ნუში“  და  „გიჟმაჟი  პეკანის პასტა“. ფასები 200 გრამიანი შეფუთვით 13 ლარიდან 28 ლარამდე მერყეობს.

კომპანია სამომავლოდ ექსპორტზე გასვლას და გაფართოებსაც გეგმავს. „ჭკვიანი თხილის“ თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ ექსპორტთან დაკავშირებით ამ დროისთვის მიმდინარეობს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები.

ნინო ანდრიაძე გაზრდილ გაყიდვებზე საუბრობს და განმარტავს, რომ პროდუქცია სეზონურია, რომელიც ზაფხულის პერიოდში შემცირებულ გაყიდვებში გამოიხატება. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მდგომარეობით კომპანიას გაყიდვები არ შემცირებია, ამას კი კორონავირუსის გამო კარანტინის პერიოდში ონლაინ გაყიდვების გააქტიურებას უკავშირებს. მისი თქმით, პანდემიის დროს საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად გაითავისა ჯანსაღი კვების ბენეფიტები.

კომპანია პროდუქციას  სასტუმროებისა და საკონდიტროებისთვისაც აწარმოებს. „ჭკვიანი თხილი“ „ჯორჯიტას“ სუპერმაკეტებში იყიდება.

მისი ინფორმაციით, თხილის პასტა არ შეიცავს კონსერვანტებს, შაქარს და მხოლოდ მცირე რაოდენობით თაფლით არის დამტკბარი. ახალმოხალული თხილის არომატს ეხამება ნატურალური, მადაგასკარის ვანილი. კომპანია დიაბეტურ და ვეგანურ პროდუქციასაც ამზადებს.

„ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა. “ჭკვიანი თხილი“ წყვილის ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი  პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.

კომპანიის საწარმო თბილისში დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. საათში კი 100 კგ-ს აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023