ბიზნესი
23/09/2021

"ჩირიფრუტმა" კანფეტების წარმოება დაიწყო

ქართული ჩირისა და შოკოლადის მწარმოებელმა კომპანიამ „ჩირიფრუტი“ კანფეტების წარმოება დაიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ "ჩირიფრუტის" დირექტორმა სოფიო ჯიქიამ განუცხადა, უკვე გაყიდვაშია გოგრის გოზინაყი, წლის ბოლომდე, დაგეგმილია კანფეტების რამდენიმე სახეობის (სხვადასხვა გემოების) დამატება.

ჯიქიას განცხადებით, პროდუქტი ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია მისი ექსპორტზე გატანაც. მათ შორის, ინტერესია ჰოლანდიიდან. 

„ჩირიფრუტის“ გოგრის გოზინაყი ცალობით გაიყიდება და ერთეულის ფასი (16 გრამი) 2 ლარია.

ჯიქიას ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით გაცილებით გაზრდილია, უფრო მეტიც, რეალიზაციის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს მცირედით ჩამორჩება.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა  თბილისში 3 ლოკაციაზე შეიძლება (თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ duty Free-ში, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“, თბილისი მოლი), „ჩირიფრუტის“ პროდუქცია იყიდება ბათუმშიც.

„ჩირიფრუტი” 90-მდე სახეობის ჩირს აწარმოებს და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. 2020 წელი კომპანიამ 30-ტონიანი წარმადობით დაასრულა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023