ბიზნესი
18/05/2021

ჩაანაცვლებს თუ არა ღვინის ტრადიციულ ბაზრებს გლობალური ბლოკჩეინ პლატფორმა

ღვინის გლობალური ბლოკჩეინ პლატფორმა ტრადიციულ ბაზრებს  10-20 წლიანი პერიოდის შემდეგ აუცილებლად ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“  ღვინის მწარმოებელი კომპანია „სოლომონეს“ დამფუძნებელმა დავით ჩაჩანიძემ განუცხადა.

როგორც ჩაჩანიძე აცხადებს, ღვინის გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე რამდენიმე დღის  წინ ქართული ღვინო „სოლომონე“ გაიყიდა.

მისი ინფორმაცით, „სოლომონე“ სინგაპურში იყიდეს. რა ფასად გაიყიდა ქართული ღვინო, ჩაჩანიძე ამას კონფიდენციალურობის მიზეზით არ ასახელებს.

„ბლოკჩეინზე განვათავსეთ საცდელად, გვაინტერესებდა. შემდგომში ალბათ შედარებით დიდ რაოდენობას განვათავსებთ. ვფიქრობ, რომ მომავალი ამ პლატფორმებზე ვაჭრობის არის. ალბათ დანარჩენი, ტრადიციული ვაჭრობა წარსულს ჩაბარდება,“ - აცხადებს ჩაჩანიძე.

რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწია „სოლომონეს“ იმისთვის,რომ გლობალურ ბლოკჩეინის პლატფორმაზე განთავსვეულიყო, ჩაჩანიძე აცხადებს, რომ ყურადღება ექცევა ყველაფერს, მათ შორის, ვიზუალს, ხარისხს და ასე შემდეგ.

„სოლომონეს“ მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები გაშენებულია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, თუმცა, დაგეგმილია ფართობის 10 ჰექტრამდე გაზრდა. რაც შეეხება მარანს, გათვლილილია  წლიური წარმადობით 55 000 ბოთლის წარმოება, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიის წლიური წარმადობა მხოლოდ 15 000 ბოთლია.

როგორც ჩაჩანიძე აცხადებს, კომპანია აქტიურად მუშაობს  ახალი ბაზრების ათვისებაზე. მათ შორის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან და ინგლისთან. ამჟამად კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023