ბიზნესი
25/05/2021

"ბუტრანა" მეორე ფერმას ივლისში გახსნის

ღვინისა და ყველის კომპანია „ბუტრანა“ ივლისში მეორე ფერმას გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის დასრულებულია ობიექტის მშენებლობა და მიმდინარეობს ძირითადი საშუალებების მონტაჟი, რომელიც შესყიდულია კანადაში, შვედეთში, გერმანიაში, პოლონეთში.

ხატიაშვილის განცხადებით, ფერმის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარს შეადგენს.

„ჯამში გვეყოლება 50 სული მაღალპროდუქტიული საქონელი, რომელსაც ესტონეთიდან ჩამოვიყვანთ და რომლისგანაც მივიღებთ ნატურალურ, მაღალი ხარისხის რძეს, რომელსაც ყველის წარმოებაში გამოვიყენებთ. პირველ ფერმას ვაუქმებთ, რადგან ძველი სტანდარტებითაა აშენებული,“ - აცხადებს ხატიაშვილი.

მისი განცხადებით, ამჟამად კომპანია 20 დასახელების ყველს აწარმოებს, გაფართოების შემდეგ კი ასორტიმენტი 30-მდე გაიზრდება. მათ შორის, უკვე იწარმოება საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.

ახალი ფერმის მშენებლობა, რომელიც ჯამში 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სოფელ ტიბაანში, არსებულის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.

„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს. კომპანია ყველის გარდა,  ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023