ბიზნესი
29/12/2021

ბიზნესმა შეღავათების მისაღებად თბილისის მერიას 1-ელ აპრილამდე უნდა მიმართოს

ბიზნესსუბიექტებმა შეღავათების მისაღებად თბილისის მერიას 2022 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა მიმართონ, - საკრებულომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაამტკიცა.

კახა კალაძის თქმით, პანდემიის პირობებში, ბიზნესსექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, საშეღავათო პროგრამაში ხვდებიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც ჩამოეწერბა სანქცია-საურავები და გათავისუფლდებიან 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან.

"სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, დაინტერესებულმა პირებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის პირველ აპრილამდე უნდა მიმართონ.