ბიზნესი
16/06/2021

“ბიბლუსმა“ უზენაეს სასამართლოში დავა წააგო

„ბიბლუსმა“  ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო. ინფორმაციას ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე  ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბიბლუსის საჩივარი ცილისწამებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და უცვლელი დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამშრომლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ერთი ნაწილი წარმოადგენდა სწორ ფაქტებს, ხოლო მეორე ნაწილი - მათ პირად აზრს, რაც გამოხატვის თავისუფლების უფლებითაა დაცული.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბიბლუსში დასაქმებულ მშრომელთა დამცველად მაშინვე ჩაერთო, როდესაც კომპანიამ 2017 წელის მაისში სასამართლოს მიმართა და გათავისუფლებული დასაქმებულებისგან ცილისმწამებლური და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცის უარყოფა მოითხოვა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის თებერვალში წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებული თანამშრომლების ნაწილმა გაავრცელა აუდიო და წერილობითი განცხადება, სადაც ისინი მძიმე და არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე, დაბალ ანაზღაურებაზე, შრომით ექსპლუატაციასა და დაჯარიმების უსამართლო პრაქტიკაზე საუბრობდნენ.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა ორი თანამშრომლის გათავისუფლება. შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დამატებით ორი თანამშრომლის გათავისუფლებაც მოჰყვა. ამ ორი პირის განთავისუფლება, სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელის საფუძველზე, 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო, თუმცა სამართლებრივი დავა ზემდგომ ინსტანციებში დღემდე მიმდინარეობს“-ნათქვამია არასამართავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023