ბიზნესი
01/06/2021

ბიბლუსი: შემოსავლები არ შემცირებულა, თუმცა მოგების მარჟის შემცირება გვიწევს

კომპანია “ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გადასულია პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენაზე, შესაბამისად, სხვა დანარჩენი  პროდუქციის რეალიზაცია ქვეყანაში პრობლემურია.

როგორც გაგნიძე აცხადებს, შემოსავლებში ჩამორჩენა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დიდი არ არის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაიზარდა პროდუქციის თვითღირებულება და საოპერაციო ხარჯი, პრობლემას ქმნის მოგების მარჟის საკმაოდ შემცირება და არა უშუალოდ შემოსავლის ნაწილი.

„ჩვენი ბიზნესის საკმაოდ დიდი წილი დამოკიდებულია საიჯარო და სახელფასო ნაწილზე. ვცდილობთ, რომ დაბალანსება მოხდეს, მაგრამ ბოლომდე ვერც ფასების და ვერც გაყიდვების ნაწილში ვერ ხერხდება. ვგულისხმობ, პანდემიამდელ მაჩვენებელს.

2019 წლის სარეალიზაციო მაჩვენებელს თუ შევადვარებთ ამჟამინდელ ციფრს, შეიძლება ამ ნაწილში გაუარესება არ იყოს, მაგრამ მომგებიანობის კუთხით - პრობლემაა. დღეს ყველაფერი გაძვირებულია, მათ შორის, კომუნალური გადასახადები,“-აცხადებს გაგნიძე.

“ბიბლუსის“ დირექტორის ინფორმაციით, პროდუქციაზე ფასის მატება  ვერ ხდება ყველაფერზე და მასობრივად, შესაბამისად, კომპანიას მოგების მარჟის შემცირება უწევს.

„ლოქდაუნის დროს, გარკვეულ ეტაპზე, საერთოდ არსებობის ისტორიაში პირველად პიკური მოთხოვნაც კი გვქონდა, თუმცა, ამ დროს გაჩნდა მოთხოვნის დაკმაყოფილების პრობლემა. მიზეზი იყო ის, რომ ქვეყანაში ფიზიკურად არცერთი ლოჯისტიკური სამსახური არ მუშაობდა ისე, როგორც საჭიროა, არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჩვენს ნაწილშიც არ ვიყავით მზად, რადგან ბიზნეს პროცესების სრულად გადაწყობა მოგვიწია არსებული რეგულაციების გათვალისიწნებით,  ამას დაემატა ის, რომ  გარე ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სატრანსპორტო და IT  სამსახურები, არ იყვნენ მზად. ბევრი კომპლექსური პრობლემა იყო, რომელმაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხელი შეუშალა,“ - აცხადებს გაგნიძე.  

შეგახსენებთ, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ბაზარზე  2008 წლიდანაა. ამ დროისთვის კომპანიას  ქვეყნის მასშტაბით 67 ფილიალი აქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023