ბიზნესი
07/05/2021

BEKO: ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაიწყო

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაწყებულია.

მისი განცხადებით, შედარებით მცირე და საშუალო კომპანიები ბაზრიდან გადიან, საბოლოოდ, კი ბაზარზე ფინანსურად ძლიერი 5-6 კომპანია დარჩება.

„ოპერირებას გააგრძელებს ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორები არიან. 2020 წელს ტექნიკის ბაზარი რამდენიმე კომპანიამ დატოვა. პროცესი დაწყებულია,“ - აცხადებს მელექი.

მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი შედარებით გააქტიურებულ გაყიდვებს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის მარტი გაყიდვების თვალსაზრისით, ბევრად სჯობდა 2020 და 2019 წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, Beko-ს გენერალური დირექტორი გასული წლის ბოლოს „ბიზნესპარტნიორთან“ 2021-2022 წლიდან ტექნიკის ბაზრის მინიმუმ 20%-იან შემცირებას ვარაუდობდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023