ბიზნესი
28/07/2021

ბათუმის საკონდიტრო "დონა": აქტივობა მაღალია, შემოსავალიც ნორმალური

ბათუმის ერთ-ერთი პოპულარული საკონდიტრო "დონას“  დამფუძნებელი და მესაკუთრე თამილა ბეჟანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  პანდემიის მიუხედავად, საკონდიტროში აქტივობა მაღალია, შემოსავალი კი  ნორმალური, გასული წლის ანალოგიურია.

ბეჟანიძის ინფორმაციით, მოქმედებს წესები, რომლის ფარგლებშიც საკონდიტროში შემსვლელთა ნაკადი მკაცრად კონტროლდება.

„მაქსიმალურად ვიცავთ რეგულაციებს, ობიექტში ერთდროულად ვუშვებთ 4-5 მომხმარებელს მხოლოდ პირბადით. ვისაც არ აქვს, ჩვენ ვაწვდით რათა დისკომფორტი არ შეექმნათ,“ - აცხადებს ბეჟანიძე.

საკონდიტრო „დონას“ დამფუძნებელი მიმდინარე სეზონზე განსაკურებულ შეზღუდვებს არ ელოდება, რადგან არსებობს თავდაცვის ისეთი საშუალება, როგორიცაა ვაქცინაცია. „გავაგრძელებთ წესების დაცვას და იმედი მაქვს, რომ ეს წელი მშვიდობიანად დასრულდება,“ - აცხადებს ბეჟანიძე.

კაფე-საკონდიტრო "დონა" 2020 წლის 31 აგვისტოს, 2 თვით დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. მაშინ ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონესაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023