ბიზნესი
14/03/2020

BAG-ი ბიზნესს სოციალური პასუხიმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  ბიზნესს სოციალური პაუსიხმგებლობის გამოცენისკენ მოუწოდებს და ურჩევს ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს მოარგოს.

ასოციაცია მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მნიშვნელობაზეც აცხადებს.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კონსულტაციების პროცესში მთავრობას გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც აისახა სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებული გეგმა პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს ბიზნესსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში.

ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია, ხაზი გავუსვათ, წამყვანი კომერციული ბანკების, რომლებიც ასევე არიან ჩვენი ასოციაციის წევრები, მიერ გაცხადებულ მზადყოფნას, გვერდში დაუდგნენ ჩვენს მოქალაქეებსა და მეწარმე სუბიექტებს, რათა ერთად, მინიმალური დანაკარგებით გადავლახოთ დროებითი სირთულეები. ვფიქრობთ, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ეს სამაგალითო აქტი უდავოდ იმსახურებს ყველა ჩვენგანის მადლიერებას. შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი ბიზნესი მოვალეა და შესაბამისად ყველას მოვუწოდებთ გამოიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა და ნებისმიერი გადაწყვეტილება პირველ რიგში შეუსაბამოთ საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს.

ჩვენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, ამ პერიოდში განსაკუთრებული ძალისხმევით ვიმუშავებთ ეფექტური კომუნიკაციის გზით პრობლემების იდენტიფიცირებისათვის, რათა, თუ ამის საჭიროება გამოიკვეთა, დროულად მომზადდეს ეკონომიკის მასტიმულირებელი დამატებითი ღონისძიებები.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა უდიდესი მადლიერებით გამოვეხმაუროთ თითოეული იმ ადამიანის, პროფესიონალის ძალისხმევას, ვინც დაავადებასთან ბრძოლისა და შეკავების წინა ხაზზე იცავს ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სოლიდარობითა და ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებით შევძლებთ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და მოკლე დროში გადავლახოთ დღეისათვის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები”, – განმარტავენ ასოციაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023