ბიზნესი
21/02/2021

ავტოდილერებს შემოსავლები გაუნახევრდათ

საავტომობილო ბაზარზე აქტივობა განახევრდა. იანვარში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტში მკვეთრი ვარდნა იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის დასაწყისში ავტოდილერებმა ქვეყანაში 32.88 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილი შემოიყვანეს, კლება 56.5%-ია.

საექსპორტო ბაზრებზე კი, 24.88 მლნ დოლარის ავტომობილი გავიდა. ვარდნა 54%-ს აღემატება. მათ შორის, 14.17 მლნ დოლარი ავტომობილები აზერბაიჯანის ბაზარზე გავიდა.

სომხეთის ბაზარზე ექსპორტის გართულების და პამდემიის ფონზე ავტომობილების ბაზარზე კრიზისია.

დილერები მთავრობას დახმარებას, განბაჟების პროდეცურების დარღვევის გამო ჯარიმების ჩამოწერას და 2020 წლის მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე განბაჟების ვადის 2021 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე ეტაპად გადავადების შემდეგ, ამ ავტომობილების განბაჟება 2021 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023